პაატა მანჯგალაძე - ეს არის შიში, რომ ივანიშვილმა როგორმე მშვიდად და უსაფრთხოდ დაიძინოს, ამ კომფორტისთვის ხდება ლიდერების დაკავება

ეს არის შიში, რომ ივანიშვილმა როგორმე მშვიდად და უსაფრთხოდ დაიძინოს. ამ კომფორტისთვის ხდება ახლა, ლიდერების დაკავება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მან ისაუბრა დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ პატიმრობის მისჯაზე. როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ეს „ქართული ოცნების“ სისუსტეს აჩვენებს.

„პროგნოზირება რთულია იმიტომ, რომ მარცხისთვის განწირული რეჟიმი ყველაფერზე აწერს ხელს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ეს არ არის სიძლიერე, ეს არის სისუსტე. ისინი რომ გრძნობდნენ, რომ უმრავლესობაში არიან, ან ხალხის მხარდაჭერა აქვთ, ასე ხომ არ მოიქცევიან, მედიას ხომ არ დაუწყებენ ბრძოლას, ლიდერებს, ახალგაზრდებს. ეს არის შიში, რომ ივანიშვილმა როგორმე მშვიდად და უსაფრთხოდ დაიძინოს. ამ კომფორტისთვის ხდება ახლა, ლიდერების დაკავება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, როგორია ქრესტომათია ავტოკრატიების - რაც უფრო უჭერენ ხალხის პროტესტის ზამბარას, ზამბარა იჭიმება და მერე უფრო ძლიერად ხვდება თავში და ამ პროცესს ვხედავთ. ლიდერების დაკავება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე თავისუფლებაზე უარს ამბობს, პირიქით, ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლის გზა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა