სალომე ზურაბიშვილი - ტერორი საქართველოში: მედიას აღარ აქვს სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება, არავის აქვს უფლება გადაიღოს ან ჩაწეროს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება.

„ტერორი საქართველოში: ამიერიდან მედიას არ აქვს სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება, ასევე აკრძალულია სასამართლოს შენობის გარეთ ყოფნა. არავის აქვს უფლება გადაიღოს ან ჩაწეროს. ტელეფონებით სარგებლობა აკრძალულია“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, სასამართლოში - სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. გადაღების უფლებამოსილება თავად სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა