ბექა ბასილაია - ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის პატიმრობის განაჩენი „ოცნებისგან“ პირდაპირი დავალებაა - ამ დავალებას სასამართლო პირნათლად ასრულებს

ეს „ოცნებისგან“ პირდაპირი დავალებაა. ამ დავალებას სასამართლო პირნათლად ასრულებს, - ასე გამოეხმაურა ადვოკატი ბექა ბასილაია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერისთვის, გიორგი ვაშაძისთვის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

ადვოკატის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ვაშაძის ბრალეულობას გამორიცხავს.

„უკანონო გადაწყვეტილებაა, რომელიც არც ერთ სამართლებრივ ნორმას არ ეფუძნება, ის პირდაპირ ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები აბსოლუტურად უარყოფს იმას, რის დასაბუთებასაც ბრალდების მხარე ცდილობდა, თუმცა ჩვენ ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება არ გაგვკვირვებია, რადგან ერთგვარი „ჩელენჯი“ აქვთ მოსამართლეებს გამოცხადებული, გამოსაცნობია მხოლოდ ის, რომელ ბრალდებულს, რამდენ თვეს მიუსჯიან, ეს „ოცნებისგან“ პირდაპირი დავალებაა. ამ დავალებას სასამართლო პირნათლად ასრულებს“, - განაცხადა ბასილაიამ.

ის სასამართლოს ამ განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

„ჩვენ გავასაჩივრებთ არამხოლოდ ევროპულ სასამართლოში გასაჩივრების მიზნებისთვის, არამედ სააპელაციო სასამართლოში ველოდებით მართლმსაჯულების აღსრულებას, ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. ბუნებრივია, გავასაჩივრებთ, მაგრამ გასაგებია, რომ სააპელაციო სასამართლო აბსოლუტურად იგივე ტიპის კონტროლის ქვეშაა სახელმწიფოს მხრიდან, როგორშიც საქალაქო სასამართლოა“, - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე