ელენე ხოშტარია - დღეს გიორგის კი არ იჭერენ, გიორგი ამარცხებს ოლიგარქიას თავისი უშიშრობით და პრინციპულობით! - ერთიანობაა ერთადერთი პასუხი, რასაც იმსახურებენ ნიკა, ნიკა, ზურა, ბადრი, მამუკა და ახლა უკვე გიორგიც

დღეს გიორგის კი არ იჭერენ, დღეს გიორგი ამარცხებს ოლიგარქიას თავისი კონკრეტული მოქმედებით, უშიშრობით და პრინციპულობით. ასე მარცხდება ოლიგარქია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში განაცხადა, სადაც ის გიორგი ვაშაძისთვის სოლიდარობის გამოსახატად მივიდა.

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის ბევრი კამათი და დაპირისპირება ყოფილა, თუმცა ახლა ერთიანობის დროს და დღესდღეობით საქართველოს პროდასავლური ოპოზიცია იბრძვის საკუთარი თავისუფლების ხარჯზე.

„დღეს გიორგი არის საამაყო, ღირსეული. დღეს გიორგის კი არ იჭერენ, დღეს გიორგი ამარცხებს ოლიგარქიას თავისი კონკრეტული მოქმედებით, უშიშრობით და პრინციპულობით. ასე მარცხდება ოლიგარქია. ბევრი კამათი და კრიტიკა გვინახავს ოპოზიციაში, თუმცა ფაქტია, რომ დღეს პროდასავლური ოპოზიცია იბრძვის საკუთარი თავისუფლების ხარჯზე. ამის მაგალითია დღეს გიორგი. ჩვენ სისტემას უნდა ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია. მინდა გიორგის პირობა დავუდო, რომ ყველაფერს ვიზამთ ერთიანობისთვის. დღეს შიდაპოლიტიკური კინკლაობის ადგილი არ არის. ერთიანობა არის ერთადერთი პასუხი, რასაც იმსახურებენ ნიკა, ნიკა, ზურა, ბადრი, მამუკა და ახლა უკვე გიორგიც“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

განაჩენის გამოცხადებას გიორგი ვაშაძე არ დასწრებია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის