რაჟდენ კუპრაშვილი  გაწეული საქმიანობის ანგარიშით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წინაშე წარსდგა

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი გაწეული საქმიანობის ანგარიშით პარლამენტის - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წინაშე წარსდგა.

ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო კანონმდებლობის მიხედვით ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე.

„ანგარიში შეეხო ბიუროს საქმიანობას, საჯარო მოხელეთა ეთიკას და კეთილსინდისიერების კოდექსის ფორმირებას, მამხილებელთა ინსტიტუტის ჩამოყალიბებასა და დაცვას, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებას, პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის, ასევე კორუფციასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას.

ბიუროს ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ფორმირების პროცესთან დაკავშირებით, ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაზე.

რაჟდენ კუპრაშვილმა ანგარიშის წარდგენის შემდეგ უპასუხა კომიტეტის წევრების შეკითხვებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიურო გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას პარლამენტთან, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს, როგორც დემოკრატიული, გამჭვირვალე და კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფოს მდგრადი განვითარება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის