სერგეი ლავროვი - შეუძლებელია არ დაინახო რისკები იმაში, რომ ნატო ცდილობს პოზიციები გაიმყაროს სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და არქტიკაში

დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ, წინაპირობების გარეშე შეწყვეტას ითხოვენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„გახსოვთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? რუსეთს ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხი უნდა მიადგეს - უბრალოდ ყვიროდნენ, ისტერიკამდე. გარკვეული დროის შემდეგ ლოზუნგი შეიცვალა და ხმამაღლა განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინაში არ უნდა გაიმარჯვოს. ახლა ისინი მოითხოვენ, ითხოვენ, იხვეწებიან დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას წინაპირობების გარეშე“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ხედავს რისკებს ნატო-ს მცდელობაში, პოზიციები გაიმყაროს სამხრეთ კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და არქტიკის რეგიონებში.

„შეუძლებელია არ დაინახო რისკები იმაში, რომ ნატო სცილდება თავისი ტრადიციული პასუხისმგებლობის ზონას და ცდილობს პოზიციები გაიმყაროს ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და არქტიკაში“, - განაცხადა ლავროვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს