მარკ რუტე - ჩემი გზავნილი ევროპელი კოლეგების მიმართ შემდეგია: შეწყვეტით ნერვიულობა აშშ-ის გამო, ისინი ჩვენს გვერდით არიან

დონალდ ტრამპი ნატო-ს ერთგულია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ჰააგაში, ნატო-ს სამიტის დაწყებამდე გამართულ ფორუმზე განაცხადა.

„აშშ-ის პრეზიდენტისა და აშშ-ის უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან ნატო-ს მიმართ სრული ერთგულება არსებობს. თუმცა, ეს გულისხმობს იმის მოლოდინს, რომ ჩვენ გავუმკლავდებით იმ უზარმაზარ საკითხს, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ევროპელები და კანადელები საკმარისად არ ვხარჯავთ. ჩემი გზავნილი ევროპელი კოლეგების მიმართ შემდეგია: შეწყვეტით ნერვიულობა აშშ-ის გამო, ისინი ჩვენს გვერდით არიან“, - განაცხადა მარკ რუტემ.

ამასთან, მისი თქმით, ნამდვილი მოლაპარაკებებისთვის უკრაინა ძლიერ პოზიციაში უნდა იყოს.

„გულუბრყვილოები არ უნდა ვიყოთ. ვხედავთ, რას აკეთებენ ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი რუსეთის სამხედრო ძალისხმევის მხარდასაჭერად. ეს ყველაფერი დაკავშირებულია. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილი მოლაპარაკებების დაწყებისას უკრაინა ძლიერ პოზიციაში იქნება. არ ვსაუბრობ იმ მოლაპარაკებებზე, რომელსაც რომელიღაც რუსი ისტორიკოსი ხელმძღვანელობს, რომელსაც 1000 წლით წარსულში დაბრუნება სურს. ეს სერიოზული არ არის“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ