ანრი ოხანაშვილი - ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში შეტევას, თავდასხმას და ზეგავლენის მცდელობას ჩვენი  ქვეყნის დემოკრატიულ წესრიგზე, მუქარებით, დეზინფორმაციით და სხვა ჰიბრიდული ინსტრუმენტებით

ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში შეტევას, თავდასხმას და ზეგავლენის მცდელობას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ წესრიგზე, მუქარებით, დეზინფორმაციით და სხვა ჰიბრიდული ინსტრუმენტებით, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან სუს-ის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, სუს-ი გააგრძელებს სამსახურის მისიის შესრულებას - დაიცავს საქართველოს და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

„დიდ მადლობას გადაგიხდით თითოეულ თქვენგანს, პარლამენტის თითოეულ წევრს, საპარლამენტო სუვერენიტეტის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის, რაც არის მნიშვნელოვანი მექანიზმი და საფუძველი სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებისთვის. დემოკრატიას სჭირდება დაცვა. კონსტიტუციური წესრიგის დაცვა სწორედ დემოკრატიული წესრიგის დაცვის არსებითი ნაწილია. ჩვენ ვხედავთ, ყოველდღიურ რეჟიმში, შეტევას, თავდასხმას და ზეგავლენის მცდელობას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ წესრიგზე, მუქარებით, დეზინფორმაციით და სხვა ჰიბრიდული ინსტრუმენტებით. მსურს დაგარწმუნოთ და დავარწმუნო ჩვენი საზოგადოება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მისი ღირსეული პირადი შემადგენლობით, ყოველთვის იდგა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის სადარაჯოზე. სამსახური და თითოეული ჩვენგანი ღირსეულად და ეფექტიანად გავაგრძელებთ ჩვენი უმთავრესი მისიის შესრულებას - დავიცავთ საქართველოს და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანრი ოხანაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ სუს-ის მუშაობის შედეგია ქვეყანაში შენარჩუნებული უსაფრთხოების გარემო.

„მინდა მადლობა გადავუხადო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელს. იმ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც საქართველოს უწევს ბოლო პერიოდი ცხოვრება, სწორედ ჩვენი უსაფრთხოების სისტემის და მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ არცერთი ის რისკი, რომელიც რეალური იყო ამ გეოპოლიტიკურ გარემოში, არ რეალიზდა და საქართველოში შენარჩუნდა უსაფრთხოების ის გარემო, რომელიც არამხოლოდ მოქალაქეების მშვიდობიანი ცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვისაც არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს