თაზო დათუნაშვილი - ოხანაშვილის ორაზროვანი, „კაგებეშნიკური“ განცხადება პირდაპირ უმიზნებს ლილუაშვილს და ამბობს, რომ რომეო მიქაუტაძეს სადღაც თავისი ჯულიეტაც ჰყავდა

შიდა კლანური დაპირისპირება პირდაპირ არის იმის ნიშანი, რომ ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს დალაგებისა და კონსენსუსის პოვნის ბერკეტი აღარ აქვს და ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფის ჭამით არის დაკავებული, ამიტომ, ამ პოლიტიკური კანიბალიზმით, საბოლოოდ, ბევრი რამის კრისტალიზება შეიძლება მოხდეს, - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა თაზო დათუნაშვილმა სუს-ის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის მიერ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას რომეო მიქაუტაძის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების თაობაზე განაცხადა.

როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, ოხანაშვილის განცხადება მისი წინამორბედის, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული.

“როდესაც ნებისმიერ ჰერმეტულ, დახურულ სივრცეში ვირთხებს ერთად ჩაკეტავ და დაამშევ, ეს ვირთხები ერთმანეთის ჭამაზე გადადიან - ამ პროცესის დაწყებას ვადევნებთ თვალს. არ იქნება ეს პროცესი სასიამოვნო, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ერთ მყარ სისუსტეს, რომელიც “ქართულ ოცნებაში” გამჯდარია. ეს შიდა კლანური დაპირისპირება პირდაპირ არის იმის ნიშანი, რომ ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს დალაგებისა და კონსენსუსის პოვნის ბერკეტი აღარ აქვს და ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფის ჭამით არის დაკავებული, ამიტომ, ამ პოლიტიკური კანიბალიზმით, საბოლოოდ, ბევრი რამის კრისტალიზება შეიძლება მოხდეს.

ცალსახაა, ოხანაშვილის ეს ორაზროვანი, “კაგებეშნიკური” განცხადება პირდაპირ უმიზნებს ბატონ ლილუაშვილს, ამ ორგანოს ყოფილ ხელმძღვანელს და პირდაპირ ამბობს ეს განცხადება, რომ რომეო მიქაუტაძეს სადღაც თავისი ჯულიეტაც ჰყავდა და ეხმარებოდა ამ ყველაფერში”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში სუს-ს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ შესაძლოა, კითხვებს აჩენდეს, თუ როგორ აღმოჩნდა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლს მიღმა, თუმცა, მისივე თქმით, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და ყველაფერს ნათელი მოეფინება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია