პაატა მანჯგალაძე - თუ არ გავერთიანდით, ოპოზიციას ციხეში მოუწევს გაერთიანება - უნდა შევთანხმდეთ ერთიან სამოქმედო გეგმაზე

თუ წინააღმდეგობაში პროტესტი დამარცხდება, საქართველო გამარჯვებული ვერ გამოვა. თუ პროტესტი გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მოქალაქეთა და პოლიტიკური პარტიების ერთიანობაზე და წინააღმდეგობის გაძლიერებაზეა დამოკიდებული.

„ივანიშვილს უნდა საქართველოს დატყვევება და ვინც ამ გზაზე ეღობება, ყველას აკავებს. ჩვენ იმიტომ არ ვართ ციხეში, რომ ჩვენზე წინ იყვნენ ვიღაცები. თუ ასე გაგრძელდება, ჩვენზეც გადმოვლენ. ჩემთვის ამ პრობლემის მოგვარების მარტივი ფორმულა არის ის, რომ ვთქვათ - საკმარისია, არ ვემორჩილებით! ავტოკრატია მაშინ წყვეტს არსებობას, როდესაც უმრავლესობა ამბობს - არ ვემორჩილები!

არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, ახლა ვიზების შეჩერებაზე კი არ იქნებოდა ლაპარაკი, დაჩქარებული წესით იქნებოდა საქართველოს გაწევრიანების საკითხის განხილვა. გამოსავალი არის ერთიანობაში. თუ ამ წინააღმდეგობაში პროტესტი დამარცხდება, საქართველო გამარჯვებული ვერ გამოვა. თუ პროტესტი გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი სცდება პარტიულ საკითხებს და ეხება საქართველოს გადარჩენას.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ოპოზიციას გაერთიანებისკენ და პარტიული ინტერესების გადადებისკენ მოუწოდებს.

„ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ თუ მანამდე არ გავერთიანდით, ოპოზიციას ციხეში მოუწევს გაერთიანება. უნდა გადავდოთ ვიწრო პარტიული დღის წესრიგი. ის კრიზისი, რაც საქართველოს წინაშე დგას, დიდი ხანია გაცდა პარტიულ ამბავს, ეს არის ქვეყნის გადარჩენის საკითხი. თუ რეჟიმი მალე არ შეიცვლება, ქვეყანას მოუწევს ფასის გადახდა.

რეჟიმი იქნება მოგებული, თუკი ჩვენ ვერ შევთანხმდებით. არჩევნებში თუ ერთიანად გავალთ ან არა, ეს უფრო დიდი საფრთხეა ივანიშვილისთვის, ვიდრე ორად გავიყოთ. ენერგია ერთმანეთზე დავხარჯოთ და ბიძინა ივანიშვილი დაგვავიწყდეს. უნდა შევთანხმდეთ ერთიან სამოქმედო გეგმაზე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა