ლევან ხაბეიშვილი - ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე შიდა გადატრიალებას აწყობენ „ქოცებში“ - დევნიან პირველ „ქოცებს“, ანუ „წინა თაობას“ და ივანიშვილის კარზეც დაწინაურდნენ

ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე შიდა გადატრიალებას აწყობენ „ქოცებში“. დევნიან პირველ „ქოცებს“, ანუ „წინა თაობას“ და ივანიშვილის კარზეც დაწინაურდნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, ირაკლი კობახიძებიძინა ივანიშვილს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, თორნიკე რიჟვაძის, ოთარ ფარცხალაძისა და ვახტანგ გომელაურის შესაძლო გადაცდომასთან დაკავშირებით.

„კობახიძე და მდინარაძე შიდა გადატრიალებას აწყობს „ქოცებში“ ... შიგნით დაარქვეს ასე. დევნიან პირველ „ქოცებს“, ანუ „წინა თაობას“ და ივანიშვილის კარზეც დაწინაურდნენ. დასანქცირებულ ივანიშვილს, კობახიძემ მოპარული ( ბიძინას მალულად მოპარულზეა საუბარი და არა - სრულ სურათზე ) 1 მილიარდის მტკიცებულებები აუტანა და ხელი ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, რიჟვაძეს, ფარცხალაძეს და გომელაურს დაადო... გომელაურმა თავი იმართლა და უჩა მამაცაშვილს გადააბრალა, მასთან მიმქონდაო... ამასობაში, ბიძინას საყვარელი დეიდაშვილი „გაქცეულია“ და ეშინია, გაშლეგებულმა ბიძინამ ბორკილები არ დაადოს.

ერთმანეთის შეჭმით არიან გართულები და ამასობაში, ჩვენ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობისთვის მოვემზადოთ“, - წერს ხაბეიშვილი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა