თეა წულუკიანი - ვმუშაობთ ძველ საგაზეთო სტატიებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომელიც ახალი ქართველის შექმნას და ერის გადაგვარებას ისახავდა მიზნად - ამაში მაშინდელმა განათლების სისტემამ დიდი წვლილი შეიტანა

საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესავალ ნაწილში სავარაუდოდ, ვიტყვით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერთან ერთად, ანტიქართული რეჟიმი იყო - განათლების სამინისტროსგან იმდროინდელი სახელმძღვანელოების ასლები გამოვითხოვეთ, ეს არის საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები და დედა ენა სრულიად გარდაქმნილი სახით, - ამის თაობაზე დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

წულუკიანის მტკიცებით, კომისიის კვლევის შედეგად ცალსახად იკვეთება, რომ წინა ხელისუფლება ანტიქართული რეჟიმი იყო.

„ვმუშაობთ ძველ საგაზეთო სტატიებზე, მათ მიერ მიღებულ ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომელიც ახალი ქართველის შექმნას და რეალურად ჩვენი ერის გადაგვარებას ისახავდა მიზნად. ამაში მაშინდელმა განათლების სისტემამ დიდი წვლილი შეიტანა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ვადის ერთ თვით - 5 აგვისტომდე გაგრძელების საკითხს იხილავს.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება