ირაკლი ზარქუა დაპატიმრებულ პოლიტიკოსებზე - მობრძანებულიყვნენ კომისიაზე, როგორც სხვები მოვიდნენ და იქნებოდნენ გარეთ

მობრძანებულიყვნენ კომისიაზე, როგორც სხვები მოვიდნენ და იქნებოდნენ გარეთ. მათ დაარღვიეს, უგულებელყვეს კანონი, კანონმდებლობა და შესაბამისად მოახდინა სახელმწიფომ რეაგირება. ასე რომ, ევროკავშირიდან ასეთ უპასუხისმგებლო, უარგუმენტო დირექტივებს არ მივიღებთ და ეს არაერთხელ ყოფილა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებაზე საერთაშორისო გამოხმაურებებს შეეხებოდა.

მისი თქმით, დაკავებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა კანონი დაარღვიეს და ამაზე სახელმწიფომ შესაბამისი რეაგირება მოახდინა.

„კანონდარღვევაა და შესაბამისი რეაგირება მოახდინა სახელმწიფომ. რადიკალების თითოეულმა ლიდერმა თუ წინააღმდეგობის პლატფორმის ხელმძღვანელმა, თვითონ აირჩია ეს. მობრძანებულიყვნენ კომისიაზე, როგორც სხვები მოვიდნენ და იქნებოდნენ გარეთ. მათ დაარღვიეს, უგულებელყვეს კანონი, კანონმდებლობა და შესაბამისად მოახდინა სახელმწიფომ რეაგირება. ასე რომ, ევროკავშირიდან ასეთ უპასუხისმგებლო, უარგუმენტო დირექტივებს არ მივიღებთ და ეს არაერთხელ ყოფილა. ყველას მოგიწოდებთ, რომ შიდა საქმეებში ნუ ერევით - ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო ვართ, რომელიც კანონით იმართება და შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, რა სტატუსის მქონე - კანონის წინაშე ყველა თანასწორია“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, "ძლიერი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ცნო. აღნიშნულ გადაწყვეტილებებს საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა. აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) აცხადებს, რომ “საქართველოში დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერების დაკავება სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიების ნიმუშია.” მისი თქმით, ისინი თავისუფლებას იმსახურებენ. ამასთან, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი აცხადებს, რომ “ოპოზიციური ხმების დაპატიმრება თავდასხმაა საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე, რომელიც დღითი დღე იშლება”.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ