თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევა მოხდება.

ასევე, დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე ახალ შუამდგომლობას დააყენებს, კერძოდ კი ადვოკატები დასაკითხ პირთა სიაში ორი მოწმის დამატებას და საქმეზე მათ მიერ დანიშნული ექსპერტიზის პასუხის დართვას მოითხოვენ.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევას გავაგრძელებთ, დღეს პროკურორს აქვს მოტანილი ნარკოტიკული ნივთიერების შესაფუთი მასალა, რომელზეც ჩვენ ექსპერტიზა ჩავატარეთ, რომელზეც პასუხი მოგვივიდა, შესაბამისად დღეს გვექნება ახალი შუამდგომლობა, ექსპერტიზის პასუხის დართვასთან და ახალი მოწმეების დამატებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, ბრალდების მხარეს სამი მოწმე ეყოლება გამოსაკითხი, ერთ-ერთია ექსპერტი. ასევე დანარჩენი ორი მოწმიდან ერთი გიორგის მეგობარია, მეორე კი დედის მომვლელი ნინო, რომელიც ჩხრეკას ესწრებოდა.

ჩვენ გვინდოდა გაგვერკვია ის ბიოლოგიური მასალა, რომელიც გადასულია ან გადატანილია გიორგის ჯიბიდან ამოღებულ შესაფუთ მასალაზე, რას წარმოადგენდა. მოგვივიდა პასუხი, რომლის მიხედვითქაც ის ბიოლოგიური მასალა, რომელიც შესაფუთ მასალაზე იყო გადატანილი არის ნერწყვი. შესაბამისად, გიორგის ნათქვამი, რომ მას დაკავების მომენტში პირის ღრუში თითების გამოსმით აუღეს ნერწყვის ნიმუში დადასტურდა.

ამ საქმეში ბრალდების მხარეს არანაირი ნეიტრალური მტკიცებულება არ აქვს, პროკურატურა აპელირებდა, რომ ნივთიერების შეფუთვაზე აღმოჩენილი დნმ ნეიტრალური მტკიცებულება იყო, ეს კი ეჭვს ქვეშ დგება, რადგან ვფიქრობთ, რომ გიორგის ნერწყვი ხელოვნურად გადატანილია",- განაცხადა მარიამ მაძღარაშვილმა.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის