ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში იმყოფება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი „სამუშაო ვიზიტით“ სირიაში იმყოფება, - ინფორმაციას ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოლეგ ბარციცთან ერთად სირიაში იმყოფება ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ტუჟბა.

„საზღვარზე მინისტრს დახვდნენ სირიაში აფხაზეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუჰამედ ალი და სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტისა და ევროპის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება სირიის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების მინისტრთან ასად ჰასან ალ-შაიბანისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან“, - აღნიშნულია ე.წ. საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა