კაბალში მკვლელობა მოხდა - ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ბაზრის ტერიტორიაზე, მისივე მაღაზიაში რამდენჯერმე ესროლეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, კაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. შემთხვევა სოფელ კაბალში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, მოკლულს სოფელში არსებულ ბაზრის ტერიტორიაზე ხორცის მაღაზია ჰქონდა, სადაც უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. შუახნის კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა