საყოველთაო გაფიცვის გამო ბრიუსელის ზავენტემისა და შარლერუას აეროპორტებში ასობით ავიარეისი გაუქმდა

საყოველთაო გაფიცვის გამო ბრიუსელის ზავენტემისა და შარლერუას აეროპორტებში ასობით ავიარეისი გაუქმდა. მომიტინგეები ქუჩებში წლის მეხუთე საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში გამოვიდნენ, რათა ფედერალური მთავრობის მიერ შემოთავაზებული პენსიების რეფორმები გაეპროტესტებინათ.

გაფიცვის გამო ბრიუსელში შეფერხებით ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეწყვეტილია სასწავლო პროცესიც.

ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმები აუცილებელია, რადგან სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდა იწვევს ხარჯების ზრდას ქვეყანაში, რაც ქვეყნის ბიუჯეტისთვის დიდი დარტყმაა.

საპროტესტო აქციები ბელგიაში მთავრობის ინიციატივას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საპენსიო ასაკი 65-დან 67 წლამდე უნდა გაიზარდოს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა