დავით მათიკაშვილი - პოლიტიკური მანტია ვერ იქნება ინდულგენცია ნებისმიერი პირისთვის, რომ მის მიმართ არ იყოს კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ბოლომდე განხორციელებული

პოლიტიკური მანტია ვერ იქნება ინდულგენცია ნებისმიერი პირისთვის, რომ მის მიმართ არ იყოს კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ბოლომდე განხორციელებული, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან დაკავებულ პოლიტიკოსებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის მიმართ სისხლის სამართლის სრულიად ადეკვატური კანონმდებლობა არსებობს“.

ამასთან, მათიკაშვილმა ისაუბრა ამ მოცემულობის ფონზე ოპოზიციის მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე და აღნიშნა, რომ ეს საკითხი სრულიად დამოკიდებულია „აგენტურული ოპოზიციის იმ პატრონებზე, ვინც მათ კონკრეტულ დავალებას აძლევს“.

„[თვითმმართველობის არჩევნებში] მონაწილეობას მიიღებს ამ რადიკალების ის კატეგორია, დღეს რომ დიდის ამბით ვითომ პრინციპულები არიან და ამბობენ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობასო - როცა ეტყვიან, რომ მონაწილეობა მიიღეთო, მიიღებენ. როცა ეტყვიან, რომ თავი შეიკავეთო, არ მიიღებენ მონაწილეობას - გააჩნია რა გეგმა ექნებათ მათ პატრონებს საქართველოსთან მიმართებით. მთავარი აქ ის არ არის, რას ფიქრობენ ისინი ან ეს ერთი მუჭა რადიკალები რა ინიციატივით გამოდიან არჩევნებთან მიმართებით. მთავარი არის ქართველი ხალხი, რომელიც საარჩევნო ურნასთან იღებს გადაწყვეტილებას და უკვე მერამდენედ, მათ შორის ახლაც - თვითმმართველობის არჩევნებზე, კიდევ ერთი განაჩენი ელოდებათ ქართველი ხალხისგან“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის