თინა ბოკუჩავა PACE-ის პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა PACE-ის პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„გუშინ ევროსაბჭოში იყო ისტორიული დღე, როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის დანაშაულის შესწავლის შესახებ, რომელსაც მხარი არ დაუჭირა “რუსული ოცნების” დელეგაციამ, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა. დღეს ასევე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაიმართება დებატები საქართველოს საკითხზე პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ჩვენ ამ საკითხებზე სასაუბროდ შევხვდით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების აუცილებლობაზე მაშინ, როდესაც ივანიშვილი ყოველდღიურად დგამს ნაბიჯებს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისკენ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა