თინა ბოკუჩავა ვლადიმერ კარა-მურზას შეხვდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ვლადიმერ კარა-მურზას და მის მეუღლეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

„ორმხრივი შეხვედრის დროს, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე და კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც უნდა გადაიდგას ამ მიზნის მისაღწევად, ისევე, როგორც ახალი, თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე. ივანიშვილის რუსული რეჟიმი სულ უფრო და უფრო ემსგავსება პუტინის რუსეთს, რაც პირადად აქვს გამოცდილი ვლადიმერ კარა-მურზას რუსეთში. რუსული რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას და საქართველო დაუბრუნდეს ევროპული და დემოკრატიული განვითარების გზას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა