თინა ბოკუჩავა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართული დებატის მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება იყო - საერთაშორისო თანამეგობრობა ერთადერთ გამოსავალს ამაში ხედავს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართული დებატის მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების უპორობო გათავისუფლება და ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო - დღევანდელი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან საერთაშორისო თანამეგობრობა ერთადერთ გამოსავალს ამაში ხედავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართული დებატები მორიგი დასტურია, რომ „რუსული ოცნება“ საერთაშორისო იზოლაციაში რჩება“.

„დებატი საქართველოზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არის მორიგი დასტური იმის, რომ „რუსული ოცნება“ რჩება საერთაშორისო იზოლაციაში და ეს არის, მათ შორის, ქართული დემოკრატიული ძალების მუშაობის შედეგი და რაც მთავარია, ქართველი ხალხის პროტესტის შედეგი. დღეს მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, იყო ყველა პოლიტპატიმრის უპირობო გათავისუფლება, ეს იყო ამ დებატების მთავარი მიზანი და ამავდროულად ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყანაში. ეს მოთხოვნები აისახა მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში , რადგან სწორედ ამაში ხედავს საერთაშორისო თანამეგობრობა ერთადერთ გამოსავალს დღევანდელი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები 26 ივნისს გაიმართა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე