მიხეილ სააკაშვილი - იმ მაკაკებმა, რომლებიც ხიდან ვერაფრით ჩამოდიან და თავს რატომღაც საქართველოს ხელისუფლებას უწოდებენ, დილეგში ჩასვეს გიორგი ვაშაძე

იმ მაკაკებმა, რომლებიც ხიდან ვერაფრით ჩამოდიან და თავს რატომღაც საქართველოს ხელისუფლებას უწოდებენ, დილეგში ჩასვეს გიორგი ვაშაძე, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის დაკავებას.

როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, „მაიმუნის ჯიშის ველურებს ყველა ცივილიზებული წარმატებული ადამიანი აღიზიანებთ და ამიტომ იძიეს გიორგი ვაშაძეზე შური“.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლება ბოგინს მხოლოდ ცოტა ხნით შეძლებს.

„გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოში, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა სახელმწიფო სერვისების სრულიად ახალი სისტემა და მას იქ დიდ პატივს სცემენ. რა თქმა უნდა, მაიმუნის ჯიშის ველურებს ყველა ცივილიზებული წარმატებული ადამიანი აღიზიანებთ და გიორგიზეც ამიტომ იძიეს შური. არა უშავს, ცოტა ხნით დარჩათ ბოგინი, ყველაფერი დადგება თავის ადგილზე, პროვინციული ტირანების დრო მთავრდება!“, - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

ვაშაძის გარდა, პატიმრობაში არიან "ძლიერი საქართველოს" ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ასევე, სასამართლომ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. დღესვე, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე დააკავეს. მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე