ირაკლი კობახიძე - კორუფციის მიმართ სრულიად შეურიგებლები ვიქნებით - ეს არის საქართველოს მთავრობაში ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი

კორუფციის მიმართ სრულიად შეურიგებლები ვიქნებით - ეს არის საქართველოს მთავრობაში ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტი კეთილსინდისიერებას ენიჭება, რადგან “თუ საქმეს კეთილსინდისიერად არ უდგები, პროფესიონალიზმს არავითარი ფასი არა აქვს“.

“როდესაც საუბარია საკადრო გადაწყვეტილებაზე, უპირატესობა ორ ძირითად კრიტერიუმს ენიჭება: - ეს არის კეთილსინდისიერება და საქმის ცოდნა და პროფესიონალიზმი. მე ვიტყოდი, რომ უმთავრესი პრიორიტეტი არის კეთილსინდისიერება - პროფესიონალიზმი შეიძლება ისწავლო, მაგრამ თუ საქმეს კეთილსინდისიერად არ უდგები, პროფესიონალიზმს არავითარი ფასი არა აქვს.

სამთავრობო გუნდში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კეთილსინდისიერებაზე, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ამ მიმართულებით დიდი მიღწევები იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს