ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება - ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა!

ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება - ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა! - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა.

კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველა ის ნაბიჯი იდგმება, რომელიც საბოლოო ჯამში, “ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული“.

“სიღარიბის დაძლევის მიმართულებით ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ და საშუალოვადიან პერსპექტივაში მიზნის სრულად მიღწევის საშუალება გვექნება.

ჩვენი ეროვნული ოცნება არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველა ის ნაბიჯი იდგმება, რომელიც საბოლოო ჯამში, ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული.

დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით და გუნდური მუშაობით ყველა ეს მიზანი მიღწეული იქნება. გაგრძელდება ქვეყნის წინსვლა და განვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე