ირაკლი კობახიძე -  ძალადობრივი ჯგუფები დაუპირისპირდნენ სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ეს ყველაფერი განხორციელდა გარე ჩარევის საფუძველზე - ჩვენ ვერავის მივცემდით კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფის შესაძლებლობას

ძალადობრივი ჯგუფები დაუპირისპირდნენ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, სუვერენიტეტს და ეს ყველაფერი განხორციელდა გარე ჩარევის საფუძველზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში 2024 წლის ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა ძალოვან სტრუქტურას, რომელმაც „წარმატებით უზრუნველყო ამ თავდასხმის აღკვეთა“.

„ჩვენ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოვიარეთ მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდებოდა სახელმწიფო სუვერენიტეტზე და ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგზე ძალადობრივ თავდასხმას, რომელიც განხორციელდა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. ყველას გვახსოვს ძალიან მძიმე ხუთი დღე, როდესაც წინასწარ შემუშავებული გეგმით, კონკრეტული ძალადობრივი ჯგუფები დაუპირისპირდნენ სახელმწიფოებრივ ინტერესებს და სახელმწიფო სუვერენიტეტს და ეს ყველაფერი განხორციელდა გარე ჩარევის საფუძველზე, რაც იყო სრულიად ნათელი და აშკარა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის მივცემდით სახელმწიფო სუვერენიტეტის და კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფის შესაძლებლობას და აქ მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს, შსს-ს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც ამ ძალადობრივი თავდასხმის აღკვეთაში იყო ჩართული. მადლობა მათ ამისათვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ყველა ძალოვან სტრუქტურას, რომელმაც წარმატებით უზრუნველყო ამ თავდასხმის აღკვეთა“, - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს