ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი - 2028 წლისთვის გვინდა, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 90%-ზე მეტი გვქონდეს შესრულებული, აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით

ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი დასახული, 2028 წლისთვის გვინდა, რომ 90 %-ზე მეტი გვქონდეს შესრულებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან, აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას, ეს უნდა მოხდეს მთავრობისა და პარლამენტის აქტიური კომუნიკაციით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანია, 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი დასახული - 2028 წლისთვის გვინდა, რომ 90 %-ზე მეტი გვქონდეს შესრულებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან. ამაზე აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას, ეს უნდა მოხდეს მთავრობისა და პარლამენტის აქტიური კომუნიკაციით. უახლოეს პერიოდში, ასევე, ვგეგმავთ შესაბამისი სამთავრობო კომისიის მოწვევას, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ჩვენი მიზანია, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ბუნებრივია, არის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. ერთად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა“, - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე