ირაკლი კობახიძე - პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა შესაბამისი შედეგით უნდა დასრულდეს - ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაისიგრძეგანოს, რომ ქართულ პოლიტიკაში კრიმინალების ადგილი არ არის!

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წარიმართება - კომისიის მუშაობა შესაბამისი შედეგით უნდა დასრულდეს! ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაისიგრძეგანოს, რომ ქართულ პოლიტიკაში კრიმინალების ადგილი არ არის! - აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

კობახიძემ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ “ეს არის ღირსეული ქართული სახელმწიფო, სადაც პოლიტიკაში წარმოდგენილი უნდა იყვნენ არა კრიმინალები, არამედ პატრიოტები“.

კობახიძემ საგამოძიებო კომისიას პარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა.

“გვახსოვს, რა რეჟიმი მოქმედებდა საქართველოში 2012 წლამდე. ეს რეჟიმი თავიდან ბოლომდე კრიმინალზე იდგა. ადამიანებზე ზრუნვა არავითარი პრიორიტეტი არ იყო. პირიქით, მათი ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი ადამიანის ღირსების ხელყოფა იყო. სწორედ ეს მიდგომა შეიცვალა ფუნდამენტურად 2012 წლის შემდეგ.

შეშფოთებით უნდა გავიხსენოთ, რომ ვიღაც-ვიღაცებს ქვეყნის გარედან ხელისუფლებაში ასეთი ადამიანების დაბრუნება სურდათ. ამასთან დაკავშირებით პირდაპირ საარჩევნო-სააგიტაციო განცხადებებიც კეთდებოდა. ქართველ ხალხს - ვინც არ უნდა ურჩიოს ქვეყნის გარედან თუ შიგნიდან - ვერავინ აიძულებს, რომ ხელისუფლებაში კრიმინალები დააბრუნოს. ეს აბსოლუტურად დაუშვებელია!

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართულია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში - განსაკუთრებით თეა წულუკიანს, რომელიც არის კომისიის ხელმძღვანელი.

საქართველოს პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წარიმართა. ფართო საზოგადოებას შეიძლება ავიწყდებოდეს დანაშაული, რომლებიც თავის დროზე იქნა ჩადენილი. ჩვენც, ვინც პოლიტიკურ პროცესში უშუალოდ ვართ ჩართული, შეიძლება ემოციურ დონეზე გვავიწყდებოდეს დანაშაულები და დანაშაულების მასშტაბი, რასაც 2012 წლამდე ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს