ირაკლი კობახიძე - ჰესებთან მიმართებაში დამკვიდრებული იყო შანტაჟის პრაქტიკა, როცა გამოჰყავდათ ხალხი და შემდეგ წილში უჯდებოდნენ კონკრეტულ ინვესტორებს

ჰესებთან მიმართებაში აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული, მათ შორის იყო შანტაჟის პრაქტიკა, როდესაც გამოჰყავდათ ხალხი და შემდეგ წილში უჯდებოდნენ კონკრეტულ ინვესტორებს, კონკრეტული ფაქტები ვიცით ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატ სოზარ სუბარის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იყო სხვა შემთხვევებიც, როდესაც პოლიტიკური ინტერესი იყო.

„შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისას, უცხოეთიდან არაგამჭვირვალედ დაფინანსებული ენჯეოები გამოჰყავდათ იმისთვის, რომ ეს პროექტი დაებლოკათ. ეს არის აბსოლუტურად არაჯანსაღი მიდგომა. ვიღაცას მოეჩვენა, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული. შეიძლება, რაღაც ობიექტური მიზეზებიც იყო მაშინ თავის დროზე. დღეს არის სხვა მდგომარეობა. სადაც სახელმწიფოს სჭირდება შესაბამისი ეკონომიკური სტრატეგიული ობიექტების მშენებლობა, ყველა ობიექტი აშენდება. ჩვენ როცა ვსაუბრობთ თვითკმარობაზე, 10 ათას მეგავატზე, რა თქმა უნდა, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და განვითარების გარეშე ეს მიზანი ვერ იქნება მიღწეული და არათუ თვითკმარობაზე ვერ ვისაუბრებთ, ეკონომიკურ ზრდას ვერ დაეწევა ენერგეტიკის განვითარება. აქ ვიქნებით აბსოლუტურად პრინციპულები. სახელმწიფო არის დღეს ძალიან ძლიერი და ნებისმიერ მცდელობას, რომ ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას ჩვენი სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განვითარებას, სახელმწიფო სათანადოდ დაუპირისპირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს