ალეკო ელისაშვილი - დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და დავირაზმოთ სალომე ზურაბიშვილის გარშემო, ნუ გვეშინია ამის თქმის, ამოვღერღოთ - მერობის ცუდი კანდიდატი არ იქნებოდა

მე მიმაჩნია, რომ უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია, ან ერთად უნდა შევიდეთ არჩევნებში ან არჩევნებში არ უნდა შევიდეთ, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ახლა დაპირისპირების დრო არ არის, რადგან ახლა ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„მზად ვარ, ნებისმიერის გვერდით დავდგე დიდი ერთობისთვის. შერიგების ხელს ვუწვდი ეკა ბესელიასაც. მე ამ ნაბიჯს ვდგამ, ჭკუას არავის ვარიგებ, უბრალოდ ამ ბრძოლაში ერთობის გარეშე სათითაოდ დაგვლეწავენ, დაგვნაყავენ, ასეც ხდება. გუგავასაც, შალვა ნათელაშვილსაც, ბოკერიასაც, ყველას ვუწვდი შერიგების ხელს, ვინც პოლიტიკურად აქტიურია. მზად ვარ, რომ რაღაცები გვერდზე გადავდოთ, მე ვდგამ ამ ნაბიჯს თითოეული მათგანისკენ. ვისთანაც დანაშაულზე და კორუფციაზე მქონდა დავა, როდესაც დამოუკიდებელ სასამართლოს შევქმნით ოდესმე, იქ გავარჩიოთ ჩვენი დავები, მაგრამ ეს წყენები, ეს ჯავრი, ეს დაპირისპირება გადავდოთ გვერდზე იმიტომ, რომ სააკაშვილიც კარგავს ქვეყანას, მეც ვკარგავ ქვეყანას, ბესელიაც კარგავს ქვეყანას, ყველა ნორმალური ქართველი ამ ქვეყანას ვკარგავთ. დიქტატურას ამყარებენ, „ფეისბუქის“ პოსტის გამო ხალხს იჭერენ, ქალებს იჭერენ და ციხეში ყრიან და ახლა არ არის რაღაცების გარჩევის დრო, ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მე მიმაჩნია, რომ უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია, ან ერთად უნდა შევიდეთ არჩევნებში ან არჩევნებში არ უნდა შევიდეთ. თუმცა ბოლო დროს, მას შემდეგ, რაც ჩემი პარტნიორები, ჩემი პოლიტიკური მეგობრები, მამუკა და ბადრი დააკავეს, მე გუშინ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, აქამდე ვფიქრობდი, რომ მაინც ბრძოლაში შესვლა ღირს და უბრძოლველად როგორ უნდა დავუთმოთ, მერე ვფიქრობდი, რომ წინასწარ წაგებულ თამაშში შესვლა სიბრიყვეა, თან ხალხი ციხეშია, ამ ყველაფერს ვფიქრობდი, მაგრამ ბადრის და მამუკას დაკავება ჩემთვის იყო გადამწყვეტი ამბავი... მესამე დღეა გადავწყვიტე, რომ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა უფრო სწორია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის მოსაზრებით, ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ უნდა დაირაზმოს რადგან ის „მერობის ცუდი კანდიდატი არ იქნებოდა“.

„დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და დავირაზმოთ სალომე ზურაბიშვილის გარშემო, ნუ გვეშინია ამის თქმის, ამოვღერღოთ. მერობის ცუდი კანდიდატი არ იქნებოდა. დიდი ხანია არ მქონია კომუნიკაცია სალომე ზურაბიშვილთან. იმედია მალე ოპოზიცია შევიკრიბებით და რაღაც საერთო პოზიციაზე შევჯერდებით. არ მერიდება არაფრის თქმის იმიტომ, რომ საქართველო არის ძალიან მძიმე განსაცდელში“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა