რასა იუკნევიჩიენე - შეუპოვრობის ნიშანი და განგაშის სიგნალი ჩვენთვის - ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო, ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა - სასწრაფოდ, გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო

ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა - სასწრაფოდ, გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, - ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

განცხადებასთან ერთად იუკნევიჩიენე ელენე ხოშტარიას ფოტოსაც ავრცელებს.

„შეუპოვრობის ნიშანი და განგაშის სიგნალი ჩვენთვის, ევროკავშირისთვის თბილისიდან. ქართული ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო. ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა. სასწრაფოდ, გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო!“, - წერს ევროპარლამენტარი.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა