პარლამენტის წინ, მოშიმშილეებთან გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი მივიდა

საქართველოს პარლამენტთან, სადაც 5 პირი შიმშილობს, გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი მივიდა.

დიპლომატი მოშიმშილეებს, მათ შორის პოლიტიკოსებს, ელენე ხოშტარიას და გედევან ფოფხაძეს გაესაუბრა.

გედევან ფოფხაძის თქმით, დიპლომატმა მათ სოლიდარობა გამოუცხადა.

„გამოგვიცხადა სოლიდარობა, რისი მადლობელი ვართ, იმიტომ რომ დიპლომატიური კორპუსი რომ ასეთ ყურადღებას იჩენს ამ აქციის მიმართ, ეს თავისთავად ჩვენთვის ბევრს ნიშნავს იმიტომ, რომ სწორედ ევროპისთვის ბრძოლის გამო არის, რაც საქართველოში ხდება, ამიტომ მისი სოლიდარობა ჩვენთვის ძალიან ღირებულია. კითხვები იყო თვითონ აქციის თაობაზე და ჩვენ ავუხსენით, რომ უწყვეტი აქცია ისედაც მიმდინარეობდა და დიდი ხანია ხალხი აპროტესტებს იმას, რაც საქართველოში ხდება, პროტესტის ეს ფორმა, რაც დღეს დაემატა, ეს არის განპირობებული იმ რეალობით, რაც ქვეყანაში შეიქმნა. რეჟიმი ხდება სულ უფრო აგრესიული, სულ უფრო გადის სამართლებრივი და პოლიტიკური სივრციდან და ქართველ ხალხს უკარგავს მომავლის იმედს. ეს ყველაფერი ჩვენ ვუთხარით ელჩს. ჩემთან მიმართებით დაინტერესდა, ჩემი ყოფილი კოლეგები თუ დაინტერესდნენ ჩემი მდგომარეობით. სამწუხაროდ, არა, მაგრამ კარგია, რომ ევროპელ დიპლომატებს ესმით, ასეთი სიტუაციის დროს რომ უნდა დაინტერესდეს ყოფილი კოლეგა შენი მდგომარეობით“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტთან პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ისინი ამ ფორმით დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სოლიდარობას უცხადებენ. დღეს კი, ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის