შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის” მიერ კანონით დადგენილი მორალური და ადამიანური ანომალია, რომელიც ცილისწამების მსხვერპლს თავის მართლებას აიძულებდა, დასრულებულია

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ამოქმედდა. დღეიდან კანონი დაიცავს ცილისწამების მსხვერპლს და არა ცილისმწამებელს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის ამოქმედების თაობაზე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, კონკრეტული „ენჯეოების“ პროტესტი კარგად აჩვენებს, რომ ამ ყველაზე ანტიევროპულ ნორმას, სააკაშვილის მიმდევრებთან ერთად, ევროპიდან დაფინანსებული ენჯეოები იცავდნენ.

,,პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ამოქმედდა. დღეიდან კანონი დაიცავს ცილისწამების მსხვერპლს და არა ცილისმწამებელს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კანონით დადგენილი მორალური და ადამიანური ანომალია, რომელიც ცილისწამების მსხვერპლს თავის მართლებას აიძულებდა, დასრულებულია.

კონკრეტული „ენჯეოების“ პროტესტი კი კარგად აჩვენებს, რომ ამდენი წელი, ამ ყველაზე ანტიევროპულ ნორმას, სააკაშვილის მიმდევრებთან ერთად, თურმე, სწორედ ევროპიდან დაფინანსებული ენჯეოები იცავდნენ“, - წერს პაპუაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს