„ალდემ“ რეზოლუცია მიიღო, რითაც საქართველოში პოლიტიკური ლიდერების, ჟურნალისტებისა და მომიტინგეების გათავისუფლებას, ახალი არჩევნების ჩატარებას და ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წევრების სანქცირებას ითხოვს

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის ALDE Party-ის საბჭომ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით - „დემოკრატია ალყაშია: მოწოდება საქართველოს ევროპული გზის დასაცავად“.

რეზოლუციაში ხაზგასმულია. ქართველი ხალხის ურყევი ერთგულება პროევროპული და დემოკრატიული მომავლის მიმართ.

ასევე, ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ სრულად არის პასუხისმგებელი დემოკრატიული უკუსვლის გამო, მათ შორის ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღებასა და 2024 წლის გაყალბებულ არჩევნებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებით საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის გამო.

რეზოლუცია გმობს: პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენის გამოტანას ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის, ნიკა მელიასა და გივი თარგამაძის წინააღმდეგ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნიკა გვარამიასა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას. ადამიანის უფლებების დარღვევას, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებს და 60-ზე მეტი აქტივისტის წინააღმდეგ სასამართლო დევნას; დეზინფორმაციულ კამპანიებს და მტრულ რიტორიკას ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ; ანტიდემოკრატიული კანონების მიღებას, როგორიცაა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონი, რომლის სამიზნეს სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი პრესა და ძირითადი თავისუფლებები წარმოადგენს და„მემკვიდრე პარტიების შესახებ“ კანონი, ქართული ოცნების გარდა სხვა პარტიების წინააღმდეგ არის მიმართული და მათ არჩევნებში მონაწილეობას დე ფაქტო უკრძალავს.

რეზოლუცია მოითხოვს: ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.

2025 წლის ბოლომდე ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რომელსაც ზედამხედველობას მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია გაუწევს. ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებას; ევროკავშირისა და ეროვნულ დონეებზე სანქციებს, სავიზო შეზღუდვებსა და ფინანსურ ზომებს ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების, პროპაგანდისტების, პოლიციისა და პროკურორების, კორუმპირებული მოსამართლეებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ; ALDE-ს წევრმა პარტიებმა და ევროკავშირის ლიბერალმა პარტნიორებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან არ უნდა ითანამშრომლონ.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა