პეტერ ფიშერი - ადამიანური ემპათიაა, რომ შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო - პოპულარიზდება გარემო: „ჩვენთან თუ არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ”, ეს მენტალიტეტი „2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას” ილუზიად აქცევს

ადამიანური ემპათიაა, რომ შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო - პოპულარიზდება გარემო:„ჩვენთან თუ არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ”, ეს მენტალიტეტი„2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას” ილუზიად აქცევს,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, მსგავსი მენტალიტეტი დემოკრატიას ეწინააღმდეგება.

„ადამიანური ემპათიაა, რომ შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო, ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძეს - პარლამენტში„ქართული ოცნების” ყოფილი წევრს. პოპულარიზდება„ჩვენთან თუ არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ” გარემო. ეს მენტალიტეტი პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიას და.„2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას” ილუზიად აქცევს,” - წერს ფიშერი.

შეგახსენებთ, რომ დღეს გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა პარლამენტთან მოშიმშილეები მოინახულა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია”.

„ეს გერმანელებსაც ეხება”,- წერს პაპუაშვილი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა