შსს - პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 20-წალამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების და მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული გ.ს., წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1985 წელს დაბადებული ვ.კ., და ნიგერიის მოქალაქე 1988 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

დანაშაული 20-წალამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ და „მეთადონი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა