რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები, შეკრებილებს მიმართავს სალომე ზურაბიშვილი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია, ლოზუნგით: „დადექი შენს ხალხთან ერთად! დადექი საქართველოსთვის!“ მიმდინარეობს.

აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.

აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციების პერიოდში დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

მათი განცხადებით, „ხელისუფლება რეპრესიულ პოლიტიკას აგრძელებს და ამ მიზნით, არა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, არამედ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს იჭერს“.

აქციაზე დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები, მათ შორის აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

აქციაში მონაწილეობენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა ოჯახის წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეებმა გაშალეს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, სხვადასხვა შინაარსის პლაკატები, წარწერით "არ დაგითმობთ ამ ქვეყანას, მომავალი ჩვენია!, "რეჟიმი გვიკლავს მშობლებს, რეჟიმი ნელ-ნელა ყველას მოგვკლავს".

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა