Reuters - პოლიციამ სტამბოლში, პრაიდის მარშზე ათობით ადამიანი დააკავა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ცენტრში სულ მცირე 30 ადამიანი დააკავა, რომლებიც პრაიდის მარშში მონაწილეობის მიღებას ცდილობდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე, კეზბან კონუკჩუზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ მსვლელობა უკანონოდ გამოაცხადა და განაცხადა, რომ ჰგუფები, რომლებიც მის ჩატარებას ხელს უწყობდნენ, არალეგალურად მოქმედებდნენ.

Reuters-ი წერს, რომ ხელისუფლებამ თურქეთის უდიდეს ქალაქში პრაიდის მსვლელობები 2015 წლიდან აკრძალა, რის მოტივითაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებს ასახელებენ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა