ანა დოლიძე - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართე წერილობით, დაიწყოს გამოძიება სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის, დავით მატიაშვილის წინააღმდეგ, რომელმაც მომაყენა დაზიანება

პარტია „ხალხისთვის“ ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს წერილობით მიმართა.

კერძოდ, როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე ეხება მიმდინარე წლის, 11 ივნისს მომხდარ ფაქტს, როდესაც დოლიძის თქმით, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა, დავით მატიაშვილმა თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა და ზიანი მიაყენა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ამოცანაა, რომ როდესაც სახელმწიფო თანამშრომელი დანაშაულს ჩაიდენს, ეს დანაშაული გამოიძიოს. გემახსოვრებათ, რომ ამ წლის 11 ივნისს, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა, დავით მატიაშვილმა თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა და ზიანი მომაყენა. საპატრულო პოლიციამაც შეადგინა ოქმი და იქიდანაც უმოქმედობა ჩანს. ახლა მოვედი საგამოძიებო სამსახურში, რომ აქ შევიტანო განაცხადი და მოვითხოვო გამოძიება. რატომ ვაკეთებ ამას?! ე.წ ხელისუფლება რომ შეიცვლება, ეს ჩავარდნები ჩვენი გასაკეთებელი იქნება. ეს ყველაფერი გროვდება, სტრასბურგში მინდა წავიდეს და დავინახოთ ჩვენი სისტემური ჩავარდნები, რომლის გამოსწორებაც აუცილებელი იქნება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს