სერგეი ლავროვი სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე - ვიმედოვნებთ, დასავლეთის ქვეყნები, ამჯერად, ფერად რევოლუციებში არ ჩაერთვებიან

რუსეთი მოელის, რომ სერბეთში საპროტესტო აქციების ფონზე შექმნილი სიტუაცია ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე მოგვარდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც, როგორც წესი, ყოველთვის ცდილობენ ისარგებლონ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული გარკვეული შიდა მოვლენებით, რათა წინ წაწიონ საკუთარი ინტერესები შესაბამისი ქვეყნის სხვა პარტნიორების ინტერესების საზიანოდ, ვიმედოვნებთ, რომ, ამჯერად, ისინი ფერად რევოლუციებში არ ჩაერთვებიან“, - აღნიშნა ლავროვმა.

შეგახსენებთ, სერბეთში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს