ირაკლი კობახიძე - პატრონებმა გადაწყვიტეს, ეს ადამიანები არ შეეყვანათ პარლამენტში და შეეყვანათ ციხეში, აგენტის მძიმე ხვედრი კარგად გამოჩნდა გახარიას, ზურაბიშვილის, ხაზარაძის, გვარამიას და სხვა უცხოელი აგენტების ფონზე

პატრონებმა გადაწყვიტეს, ეს ადამიანები [დაკავებული პოლიტიკოსები] არ შეეყვანათ პარლამენტში და შეეყვანათ ციხეში - ვხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს აგენტები: სალომე ზურაბიშვილი გუშინ სრული კატასტროფა, გახარია გაქცეულია, სხვა აგენტები საპატიმროში არიან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩვენი თანამოქალაქე გახდეს უცხოური ძალის აგენტი, რადგან აგენტის ხვედრი უმძიმესია“.

„პატრონებმა გადაწყვიტეს, ეს ადამიანები არ შეეყვანათ პარლამენტში და შეეყვანათ ციხეში. ეს თავიდან ბოლომდე მათი პატრონების გადაწყვეტილება იყო. ძალიან ცუდად ექცევიან საკუთარ აგენტებს. ვხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს აგენტები - სალომე ზურაბიშვილი გუშინ სრული კატასტროფა, გახარია გაქცეული, სხვა აგენტები საპატიმროში არიან. ასე ექცევა „დიფ სთეითი“ საკუთარ აგენტებს. მინდა მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებსაც სამომავლოდ შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკურ პროცესში ჩართვის და ზოგადად აქტიურ საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვის ამბიცია - მინდა მათ ვთხოვო, რომ მაქსიმალურად გულისყურით მოეკიდონ ამ საკითხს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩვენი თანამოქალაქე გახდეს უცხოური ძალის აგენტი, რადგან აგენტის ხვედრი უმძიმესია. თავიდან ვინმესთვის შეიძლება, ეს საქმიანობა მიმზიდველი იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში მისი ხვედრი უმძიმესია, რაც გამოჩნდა ზურაბიშვილის, გახარიას, ხაზარაძის, გვარამიას და სხვა უცხოელი აგენტების ფონზე“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა