ირაკლი კობახიძე - გახარია თან გაქცეულია, თან ქვეყანაში უნდა, თან არ უნდა - მთელი ოპოზიცია, სრულ გაურკვევლობაში არიან - აქამდე პატრონებმა მიიყვანეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენც დავეხმარეთ

გახარია თან გაქცეულია, თან ქვეყანაში უნდა - მთელი ოპოზიცია, გახარიას პარტიაც და გახარიაც, სრულ გაურკვევლობაში არიან - აქამდე პატრონებმა მიიყვანეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენც დავეხმარეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, რადგან არჩევნებში შანსები საკმაოდ შესუსტებულია, გახარიას არჩევნებში მონაწილეობა თან უნდა, თან არა.

„გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა. თან გაქცეულია, თან ქვეყანაში უნდა, თან ქვეყანაში არ უნდა. თან არჩევნებში მონაწილეობა უნდა, თან არ უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ შანსებიც საკმაოდ შესუსტებული აქვს. აქედან გამომდინარე, მთელი ოპოზიცია, ეს პოლიტიკური პარტია და ეს ადამიანიც არის სრულ გაურკვევლობაში. აქამდე პირველ რიგში, ეს პოლიტიკური პარტიები პატრონებმა მიიყვანეს. რა თქმა უნდა, ჩვენც დავეხმარეთ, მაგრამ პირველ რიგში, ამ ყველაფერში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის რადიკალური ოპოზიციის პატრონებს“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, პროექტი, რასაც „რადიკალურ ოპოზიციაში ზურაბიშვილის ლიდერობა“ ერქვა, აბსოლუტურად ჩავარდა.

„ამასთან არის დაკავშირებული ის შიდა დაპირისპირება, რომელიც არის მასსა და სხვა რადიკალურ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ეს მოსალოდნელი იყო და რა თქმა უნდა, ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება. იყო გარკვეული პროექტი, რომელიც სრული ფიასკოსთვის იყო განწირული და დასრულდა კიდეც ფიასკოთი“,- განაცხადა კობახიძემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ