სერგეი ლავროვი - სომხურ სამოციქულო ეკლესიაზე თავდასხმა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

სომხეთში განვითარებული მოვლენები ქვეყნის შიდა საკითხია, თუმცა ეკლესიაზე თავდასხმა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ეს ჩვენი მეზობლების საშინაო საქმეა, მაგრამ, რა თქმა უნდა, კანონიკური ათასწლიანი სომხური სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ თავდასხმა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ეკლესია ყოველთვის იყო სომხური საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და ჩვენ არ გვსურს, რომ ეს ეკლესია გაუმართლებელი თავდასხმების ობიექტი გახდეს ყოველგვარი სერიოზული საფუძვლის გარეშე“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, რუსეთი დაინტერესებულია, რომ არსებული სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს სომხეთის კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების სრული პატივისცემის საფუძველზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს