შალვა პაპუაშვილი - ჩვენ მოვისმინეთ დღეს ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით თუ რა შედეგებს მიაღწია კახა კალაძემ მისი მერობის პერიოდში და მართლაც ვხედავთ, თუ როგორ ხდება დღეს თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქი

ჩვენ მოვისმინეთ დღეს ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით თუ რა შედეგებს მიაღწია კახა კალაძემ მისი მერობის პერიოდში და მართლაც ვხედავთ, თუ როგორ ხდება თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველა ის საკითხები, რაზეც საუბარი იყო, ჯანდაცვის თუ სოციალური მიმართულებით, ყველა ეს საკითხი არის ის, რასაც ჰქვია ჭეშმარიტი ევროპა.

მისი თქმით, სამწუხაროდ ამის საპირისპიროდ, ვხედავთ როგორ ცდილობენ თვითმმართველობის არჩევნების საბოტაჟს, მათ შორის, ბრიუსელიდან დაფინანსებული ადამიანები.

„ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილი არის ევროპა, ის ადამიანი, რომლის დროსაც მთელი თაობა ჩაირეცხა და ჩვენ ვამბობთ, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის მშობლების თაობის პატივისცემა, ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა და იმის, რომ ადამიანებმა, რომლებმაც თავიანთი შრომა შეალიეს ქვეყანას, სათანადოდ იყვნენ დაფასებული. ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილი არის ევროპა, ის სააკაშვილი, რომლის დროსაც ფასიანი იყო ჯანდაცვა, როდესაც ადამიანებს ბანკის სესხების აღება უწევდათ, რათა ელემენტარული სამედიცინო მომსახურება მიეღოთ. ჩვენ ბრიუსელს ვეუბნებით, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის უფასო ჯანდაცვა. არის ის პროგრამები, რომელიც თბილისს დამატებით აქვს თავისი მოქალაქეებისთვის, როდესაც თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ყოველწლიურად სარგებლობს და ჯანდაცვის სერვისის უზრუნველყოფასთან ერთად, მოსახლეობის ჯანდაცვაზე, გარდა ამისა, მათ შორის ცხოვრების ასაკის ზრდაზეც ახდენს შესაბამის გავლენას.

ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილი არის ევროპა, ადამიანი, რომლის დროსაც ბაღები გახდა ფასიანი. ჩვენ ვეუბნებით ბრიუსელს, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის უფასო ბაღები, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ, მცირეწლოვანი შვილები მიიყვანონ სათანადო სტანდარტის ბაღებში და თავად ჰქონდეთ სამსახური. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, სხვაობა ბრიუსელის მხრიდან დანახულ ევროპასა და ჭეშმარიტ ევროპას შორის. აქ არის ზუსტად ის კონფლიქტი, რომელიც, სამწუხაროდ, წარმოშვა ბრიუსელმა, რომ სააკაშვილი, რადიკალიზმი და მისი მიდგომები არის ევროპა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა