ირაკლი კობახიძე - ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში - რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ არის

შეზღუდვები დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებით მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს - ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ არის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან „აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილებაა“ მიღებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დიპლომატიური პასპორტების გაუქმებასთან დაკავშირებით.

„როგორც მოგეხსნებათ, ეს შეზღუდვები დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებით მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს. ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში. აქ რა თქმა უნდა, არანირი პრობლემა არ არის. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება. ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი უფლებაა და ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად“,- განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე