შალვა პაპუაშვილი - ევროკომისიის გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა - ევროკავშირი არღვევს საერთაშორისო სამართალს

ევროკომისიის გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ანუ, ევროკავშირი არღვევს საერთაშორისო სამართალს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება არის 2010 წელს მიღებული ხელშეკრულების დარღვევა, რომლის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

„მინდა, ყველამ კარგად იცოდეს, არის 11 ქვეყანა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. ესეც არის ევროკავშირის სირცხვილი. საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს დადებული ხელშეკრულება არის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება. შეგახსენებთ, 2010 წელს ეს მისცეს სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ელიტას, ჩვენ, ქართველი ხალხი კიდევ შვიდი წელი ველოდით, 2017 წლამდე, ვიდრე ჩვეულებრივ პასპორტზეც იქნებოდა უვიზო რეჟიმი. 2010 წელს დადებული ხელშეკრულებაა. ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომ ევროკავშირის დიპლომატიური პასპორტით ჩვენთან შემოდიან უვიზოდ, ჩვენი დიპლომატიური პასპორტით ევროკავშირის ტერიტორიაზე შედიან უვიზოდ. საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაწერილია ყველაფერი, მათ შორის გაწერილია გარემოებები, რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს ამ ხელშეკრულების მოქმედება. არცერთი ეს პუნქტი სახეზე არ არის დღეს. არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ ამ ხელშეკრულების მოქმედება რომელიმე ქვეყანას შეეჩერებინა. აქედან დასკვნა, ევროკომისიის რეკომენდაცია, თუ გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებისა, იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ყველა ის ქვეყანა, რომელიც აყვა ამ გადაწყვეტილებას, არღვევს საერთაშორისო სამართალს. ევროკავშირი არღვევს საერთაშორისო სამართალს, არღვევს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, ეს არის ევროკავშირის დიდი სირცხვილი, რომელსაც თავი მოაქვს თითქოს საერთაშორისო სამართლის დამცველად, წინ წამწევად და თავად არღვევს საერთაშორისო სამართალს უხეშად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა