„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი ევროსაბჭოში სოციალური კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

დღეს ევროსაბჭოში სოციალური კომიტეტის სხდომა ჩატარდა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

როგორც თათია ნიკოლაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „საქართველოში ე.წ. ხელისუფლებამ აირჩია სრულად რუსული კურსი“.

„მე ვარ თათია ნიკოლაშვილი საქართველოდან. მე წარმოვადგენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას. მხოლოდ იმის გამო, რომ მე დღეს აქ ვზივარ მინდა მოგიყვეთ რა ხდება ჩემს ქვეყანაში ახლა - შეიძლება ხვალ, როცა მე ჩავალ საქართველოში, დამაკავონ. აქამდე, მე აქ ჩამოვდიოდი სესიებზე და გიყვებოდით, რომ რუსმა ოლიგარქმა, რომელიც ახლა ჩემს ქვეყანას მართავს, მძევლად აიყვანა ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ჩვენი პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი. თუმცა, დღესდღეობით ოლიგარქმა ივანიშვილმა დააპატიმრა ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი და თავმჯდომარე. ირაკლი ოქრუაშვილი - ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, დაკავებულია. გიორგი ვაშაძე - ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, დაკავებულია. ნიკა მელია - ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, დაკავებულია. ნიკა გვარამია - ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, დაკავებულია. ზურა ჯაფარიძე - ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, დაკავებულია. მამუკა ხაზარაძე - ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, დაკავებულია. ბადრი ჯაფარიძე - დაკავებულია. გივი თარგამაძე - დაკავებულია. მათ ტყვედ ჰყავთ აყვანილი 50 ზე მეტი ახალგაზრდა, სინდისის პატიმრები, რომლებიც მშვიდობიან აქციებზე დააკავეს. მათ დაატყვევეს ქალი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. მათ აწამეს, დაასახიჩრეს 400-მდე ახალგაზრდა. მათმა სპეცრაზმმა გაიტაცა და სიკვდილამდე სცემა ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

იღებენ კანონებს, რომლის მიხედვითაც სულ მალე მედიას შეეზღუდება ყველანაირი უფლება და უბრალოდ აღარ იარსებებს. მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც აჯარიმებენ, აპატიმრებენ ადამიანებს „ფეისბუქ“ პოსტების გამო, აზრის გამოხატვის გამო. მათ გააუქმეს არჩევნები ჩვენს ქვეყანაში. ჩვენმა ეგრეთწოდებულმა ხელისუფლებამ აირჩია სრულად რუსული კურსი. ჩემი კოლეგები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისუფლები არიან აყენებენ ყველას საქმის კურსში თქვენთან, მაგრამ ვინაიდან ეს ჩემი ბოლო ვიზიტია აქ, მინდოდა მეთქვა, რომ არ დაგვივიწყოთ და იცოდეთ, რომ ქართველი ხალხის ისტორიული და დღევანდელი არჩევანი არის ევროპა.

ჩვენ გვსურს დემოკრატიულ, ევროპულ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება და არა - რუსეთის უკანასკნელ ბოროტ იმპერიაში. ამისთვის ბროლას ბოლომდე ვაპირებთ“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ