ლევან ხაბეიშვილი - „ოცნებაში“ დიდი წმენდაა დაწყებული

უნდა ესმოდეს შიგნით „ოცნებას“, რომ მდინარაძე არის დაწინაურებული ახლა ივანიშვილის კარზე და მას მიაქვს ენები, რადგან კობახიძე რაღაცნაირად ცდილობს, რომ კალაძეს ხელი დააფაროს, ამიტომ უხერხულობა რომ არ შეიქმნას, მდინარაძე გადაიქცა მთავარ ენის მიმტანად, შავ ბუღალტერიად, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ დიდი წმენდა არის დაწყებული“.

„დაჯარიმებული ლილუაშვილი, რომელსაც უთხრეს, რომ შენ ახლა 100 მლნ დოლარს მოიტან, ჯერჯერობით თანხა არ ჩანს და შესაბამისად, ლილუაშვილს აკრძალული აქვს სახლიდან გამოსვლა, ქვეყნიდან გასვლა და საჯარო სივრცეში რამე მოძრაობა, ფაქტობრივად ჩაკეტილი ჰყავს, ისევე, როგორც რიჟვაძე, რომელსაც 300 მლნ აქვს მისატანი და გადანაწილება მოითხოვა, რომ რაღაც სესხის სახით მიიტანოს, მასაც აკრძალული აქვს ქვეყნიდან გასვლა. ღარიბაშვილი არის ძალიან დიდი პრობლემების ქვეშ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი ჯიბე, რომეო მიქაუტაძე დააკავეს და ეს ამბები, რაც შიგნით ხდება და კობახიძე, მდინარაძის ხელით ფაქტობრივად გადატრიალებაა, ისიც უნდა ესმოდეს შიგნით „ოცნებას“, რომ მდინარაძე არის დაწინაურებული ახლა ივანიშვილის კარზე და მას მიაქვს ენები, რადგან კობახიძე რაღაცნაირად ცდილობს, რომ კალაძეს ხელი დააფაროს, ამიტომ უხერხულობა რომ არ შეიქმნას, მდინარაძე გადაიქცა მთავარ ენის მიმტანად, შავ ბუღალტერიად. კალაძესაც უნდა ესმოდეს, რომ მასაც ძალიან მალე დაუდებენ კონკრეტული თანხის მოთხოვნას. რაც შეეხება გომელაურს, ამდენი წელი ის შს მინისტრი იყო და კრიმინალებს მიუგდო საჯიჯგნად და პერიოდულად იბარებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს