პაატა ბურჭულაძე - 4 ოქტომბერს უნდა ჩავატაროთ ეროვნული ყრილობა, სად გვაქვს იმის ფული, რომ სტადიონების თანხა ვიხადოთ, მივმართავთ მერიას, რომ გადაგვიხადოს

4 ოქტომბერს ჩვენ უნდა ჩავატაროთ ეროვნული ყრილობა - მივმართავთ ქალაქის მერიას, რომ თხოვოს რომან ფიფიას [დაგვითმონ დინამოს სტადიონი] და გადაგვიხადოს თანხა, სად გვაქვს ჩვენ იმის თანხა, რომ კიდევ სტადიონების თანხა ვიხადოთ, - ასე გამოეხმაურა მომღერალი პაატა ბურჭულაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომ დინამოს სტადიონი კერძო საკუთრებაა და 4 ოქტომბერს დაგეგმილი ყრილობისთვის მუნიციპალიტეტის ნებართვა არაა საჭირო.

როგორც პაატა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ეროვნული ყრილობის ორგანიზებაში მერია უნდა დაეხმაროთ, რადგან „ეს ეროვნული საქმეა, რომელიც უნდა გამოადგეს ჩვენს ქვეყანას“.

„გვჭირდება შუამდგომლობა დედაქალაქის მერიიდან. ასეთი დიდი ყრილობის გადაწყვეტა სტადიონის დირექტორს ვერ უნდა დაავალო. ხდება ეროვნული რამ და მაშინ ქალაქმა უნდა დაგვიქირაოს მაინც“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ქვეყანაში რევოლუციური განწყობებია, რაც ძალიან საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ვითარებიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი არის 4 ოქტომბერს ეროვნული ყრილობის გამართვა.

„ჩემი აზრით და „რუსთაველის გამზირის“ აზრით, ეს არის ერთადერთი გზა, რომ მშვიდობიანად დავამხოთ ხელისუფლება. გუშინაც იყო მოწოდება რევოლუციის. ქუჩაშიც რომ დავდივართ წერია - რევოლუცია, რევოლუცია და რევოლუცია. ჩემი აზრით, რევოლუციური განწყობები ძალიან საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის. ერთადერთი გზაა, რომ ხალხი შევიკრიბოთ და გადავწყვიტოთ, გვინდა ბიძინა ივანიშვილი კიდევ რამდენიმე წელი იყოს? დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იტყვის, „არ გვინდა, მოგვბეზრდა, წავიდეს და დაგვანებოს თავი“, ამას გაიგებს ეს ვითომ მთავრობა და გადაწყდება, იქ უკვე ვეღარ მოგვიქსევენ ნიღბიან ხალხს“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის