ნიკა გვარამიას ადვოკატი - განსხვავებული მოლოდინი არ მქონია, რადგან გადაწყვეტილებები ამ შენობაში, სასამართლოში, არ იწერება - ვფიქრობ, ეს განაჩენი აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს

განსხვავებული მოლოდინი არ მქონია - გადაწყვეტილებები ამ შენობაში [სასამართლოში] არ იწერება, - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, ქეთი ჩომახაშვილი, ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნობას.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას აზრი არ იცის, მიიჩნევს, რომ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას განაჩენი აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს.

„განახვავებული მოლოდინი არ მქონია, წინა პრაქტიკებმა აჩვენა, ანალოგიურ საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი, ჩემი აზრით, სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ. ასეთია ჩვენი დღევანდელი მართლმსაჯულება. გადაწყვეტილებები ამ შენობაში [სასამართლოში] არ იწერება. 8 თვე მიუსაჯა ნიკა გვარამიას, ჯვებე ნაჭყებიამ. ზუსტად ანალოგიურ საქმეზე ამ მოსამართლემ ზურა ჯაფარიძეს, 7 თვე განუსაზღვრა, მაგრამ რატომ გადაწყვიტა, რომ ნიკა გვარამიასთვის 8 თვე შეეფარდებინა არ ვიცი, ამას განაჩენში დაასაბუთებს, რომელსაც ვიხილავთ.

გასაჩივრებას რაც შეეხება, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ნიკა გვარამიამ უნდა მიიღოს, ჯერ არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა მე როგორც იურისტი, მიუხედავად ყველაფრისა, ამ დამოკიდებულებისა და მიუხედავად მოლოდინისა სააპელაციო სასამართლოს მიმართ, რადგან სააპელაციო სასამართლოში არ იცვლება არაფერი, ვფიქრობ, ეს განაჩენი აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს.

მოვა დრო და ამ განაჩენის დამწერი და ხელმომწერები პასუხს აგებენ“, - განაცხადა ქეთი ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე