გია ვოლსკი - არ ვიცი, გულში რა აქვს ელენე ხოშტარიას, ან გედი ფოფხაძეს, ფაქტია, თავი გამოიჩინეს, გერმანიის ელჩიც ისტუმრეს, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა - ვინც არ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას, კვლავ არ აპირებენ

მე არ ვიცი, გულში რა აქვს ელენე ხოშტარიას, ან გედი ფოფხაძეს, მაგრამ ფაქტია, რომ თავი გამოიჩინეს, გერმანიის ელჩიც ისტუმრეს, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა - ვინც არ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას, ისინი კვლავ არ აპირებენ მონაწილეობს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვოლსკი ფიქრობს, რომ ამ პროცესის არსი გარკვეული მესიჯების გაგზავნა იყო იმ მიმართულებით, საიდანაც „ფინანსები და პოლიტიკური მხარდაჭერა ჩამოდის“.

„მე არ ვიცი, გულში რა აქვს ელენე ხოშტარიას, ან გედი ფოფხაძეს. ამას ვერავინ გაიგებს, საკმაოდ რთული ამოსაცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ თავი გამოიჩინეს, თავი დაანახეს, გერმანიის ელჩიც ისტუმრეს, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა. ვინც არ აპირებდა არჩევანში მონაწილეობას, ისინი არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობს. თვითონ ამ პროცესის არსი, მე მგონი, არის გარკვეული მესიჯების გაგზავნა იმ მიმართულებით, საიდანაც ფინანსები და პოლიტიკური მხარდაჭერა ჩამოდის,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რვა ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და უარს ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. განცხადებას უერთდება: "თავისუფლების მოედანი"; "დროა"; "გირჩი-მეტი თავისუფლება"; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "ევროპული საქართველო"; "ახალი"; "ფედერალისტები". ოპოზიციური პარტიების განცხადების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ, რომლებიც პარლამენტთან შიმშილობდნენ, პროტესტის უკიდურესი ფორმა, შიმშილობა შეწყვიტეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე